საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი - IRI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს პოლიტიკურ პარტიებს მარტის ბოლოს გააცნობს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" IRI-ს საქართველოს ოფისში განუცხადეს, კვლევის საველე სამუშაოები ფაქტობრივად დასრულებულია, მონაცემთა დამუშავების შემდეგ პოლიტიკური პარტიებს მათ რეიტინგებს დახურულ ფორმატში გააცნობენ.
რაც შეეხება NDI-ს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისში არ ახმაურებენ, იგეგმება თუ არა უახლოეს პერიოდში საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნება.