აღმოსავლეთ უკრაინაში დაღუპულთა რაოდენობამ 6 000-ს მიაღწია

აღმოსავლეთ უკრაინაში დაღუპულთა რაოდენობამ 6 000-ს მიაღწია

აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 6 000-ს მიაღწია. "ბიბისის" ცნობით, ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ზეიდ რაად ალ-ჰუსეინმა განაცხადა.

გაერო-ს ექსპერტების თქმით, მათ მიერ გამოქვეყნებული მსხვერპლთა საერთო რაოდენობა დონეცკში მალაიზიური "ბოინგის" ჩამოგდების შედეგად დაღუპულთა რიცხვსაც მოიცავს.

დონბასში პრორუს მებრძოლებსა და უკრაინის არმიას შორის დაპირისპირება გასული წლის აპრილის შემდეგ მიმდინარეობს.