აშშ-ის მიერ უკრაინის თავდაცვითი იარაღით მომარაგების საკითხზე გადაწყვეტილება უკვე 99 პროცენტით მზადაა, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა და უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "მეხუთე არხის" ეთერთში განაცხადა.
"მთავარი საკითხი, რასაც ჩვენ აშშ-ისთან ერთად განვიხილავთ, ეს უკრაინის თავდაცვითი იარაღით მომარაგებაა. თითქმის ყველა ჩვენს მხარესაა. მათ შორის საზოგადოებრივი აზრიც. უკრაინისთვის იარაღის მიწოდება იქნება ძლიერი სიგნალი იმისათვის, რომ ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ" , - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
კიევისთვის სამხედრო იარაღის მიწოდების შესახებ გასულ კვირას აშშ-ის კონგრესში მორიგი კანონპროექტი დარეგისტრირდა. დოკუმენტის მიხედვით, მისი დამტკიცების შემთხვევაში აშშ-ის ექნება უფლება უზრუნველყოს უკრაინის არმია წვრთნით, საჭირო აღჭურვილობით და იარაღით და გაუწიოს მას ლოჯისტიკური და ტექნიკური დახმარება.