პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრები კინოწარმოების წარმომადგენდგენლებს ხვდებიან. შეხვედრა მედიისთვის დაანონსებული არ ყოფილა და პარლამენტის პირველი რესპუბლიკის დარბაზში დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.
შეხვედრაში მონაწილეობენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე, კინოცენტრის და კინოსტუდიის წარმომადგენლები, რეჟისორები.
შეხვედრის დაწყებისას კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნუკრი ქანათარიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ კომიტეტი სამუშაო რეჟიმში იმ პრობლემების შესახებ იმსჯელებს, რაც კინოწარმოების მიმართულებით არსებობს.