აშშ-ის აქვს სამხილები თუ როგორ იღებენ რუსი გენერლები მონაწილეობას აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. ამის შესახებ რადიო "სვაბოდას" ცნობით, უკრაინაში აშშ-ის ელჩმა, ჯეფრი პაიატმა განაცხადა.
"ჩვენ ვიცით, რომ რუსი გენერლები დონბასის კონფლიქტში არიან ჩართულები. რუსი ოფიცრები უწევენ ხელმძღვანელობას აღმოსავლეთ უკრაინაში ტაქტიკურ სამხედრო ოპერაციებს. ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი იყენებს თანამედროვე სარაკეტო სისტემებს", - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
დასავლეთი რუსეთს დონბასის კონფლიქტში მონაწილეობაში უკვე დიდი ხანია ადანაშაულებს, რასაც ოფიციალური მოსკოვი უარყოფს.