ესტონეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა

ესტონეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა "რეფორმების პარტიამ" გაიმარჯვა

ესტონეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა "რეფორმების პარტიამ" გაიმარჯვა. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. 

გუშინ ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ტაავი რიივასის პარტიამ არჩევნებში მონაწილეთა 27.7 პროცენტის მხარდაჭერა მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მან პარლამენტში კოალიცია უნდა შექმნას. მეორე ადგილზე "ცენტრისტული პარტია" გავიდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებულ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს ესტონეთში, მან ხმების 24.8 პროცენტი დააგროვა. 

ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 63,7 პროცენტი შეადგინა.