დეპუტატი ზურაბ ნეფარიძე, რომელსაც ფულის გამოძალვაში ადანაშაულებენ, ჟურნალისტს 40 წუთი ტუალეტში ემალებოდა

დეპუტატი ზურაბ ნეფარიძე, რომელსაც ფულის გამოძალვაში ადანაშაულებენ, ჟურნალისტს 40 წუთი ტუალეტში ემალებოდა

თბილისის საკრებულოში, "ქართული ოცნებიდან" ნავთლუღის მაჟორიტარ დეპუტატზე ზურაბ ნეფარიძეზე პროკურატურატურაში ორი საჩივარი დევს, სადაც ორი მოქალაქე მას ფულის გამოძალვას ედავება. ნეფარიძე თაღლითობის ბრალდებით უკვე იხდიდა სასჯელს, თუმცა 2012 წელს გაათავისუფლეს. 

"იმედის კვირის" ჟურნალისტს მცდელობას, რომ ნეფარიძესგან კომენტარი მოეპოვებინა,  სირთულეები მოჰყვა. დეპუტატმა ჯერ საკუთარ თანამშრომლებს ოფისიდან ჟურნალისტის გაძევება უბრძანა, შემდეგ კი40 წუთის განმავლობაში საპირფარეშოში ჩაიკეტა. საბოლოოდ, ჟურნალისტმა დეპუტატისგან კომენტარი მაინც მოიპოვა...

რაც შეეხება ბრალდებებს, ერთ-ერთი დაზარალებული, რომელიც ზურაბ ნეფარიძეს უჩივის, ბიზნესმენი ბესარიონ ხვინთელიანია, რომელიც ასევე პატიმრობაში იმყოფებოდა და ციხიდან არჩევნების შემდეგ, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა. 

როგორც ბიზნესმენი ჟურნალისტ ბელა ზაქაიძესთან საუბარში აღნიშნავს, მან ნეფარიძე ადვოკატად 2010 წელს დაიქირავა, თუმცა ხვინთელიანი ამბობს, რომ 40 000 დოლარზე მეტი გადაიხადა, მაგრამ ადვოკატისგან შესაბამისი მომსახურება ვერ მიიღო. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან ნეფარიძეს თანხის დაბრუნება მოსთხოვა, თუმცა უშედეგოდ.

ხვინთელიანი არ არის ერთადერთი, რომელმაც ზურაბ ნეფარიძე ადვოკატობისგან თაღლითობაში დაადანაშაულა. სწორედ რამდენიმე დაზარალებული მოქალაქის საჩივრების საფუძველზე მოხვდა ის საპყრობილეში.

კიდევ ერთი დაზარალებულის, შალვა თათუხაშვილის ოჯახის ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ნეფარიძე ფაქტზე 

დაიჭირეს, როდესაც მას თან ჰქონდა 40 000 დოლარი ჰქონდა...

ზურაბ ნეფარიძე ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2013 წლის იანვარში პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გათავისუფლდა. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნებაში" მოხვდა, როგორც "ეროვნული ფორუმის" წევრი და ნავთლუღის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა. მანამდე ნეფარიძე ადვოკატი იყო და "ნაციონალური მოძრაობის" დროს თაღლითობისათვის დააკავეს. ის შევარდნაძის ხელისუფლების დროს პოლიციაშიც მუშაობდა.

მომზადებულია "იმედის კვირის" მიხედვით.