გაერო-ს მონაცემებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ერაყში 1100 ადამიანი დაიღუპა

გაერო-ს მონაცემებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ერაყში 1100 ადამიანი დაიღუპა

გაერო-ს მონაცემებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ერაყში მიმდინარე მოვლენების შედეგად, 1100 ადამიანი დაიღუპა. უცხოური მედიის ინფორმაციით, გაერო-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ აქედან 600 მშვიდობიანი მოქალაქეა, დანარჩენი - პოლიციელები და სამხედროები. 

გაერო-ს ექსპერტების განმარტებით, ანგარიშში მოხვდა მხოლოდ იმ ტერორიების სტატისტიკა, რომელიც ერაყის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლდება. 

ქვეყნის დიდ ნაწილს ამ დროისთვის "ისლამური სახელმწიფოს ბოევიკები" აკონტროლებენ და აქედან გამომდინარე, გაერო-ს ამ ტერიტორიებზე არსებული მსხვერპლის შესახებ მონაცემები არ აქვს.