მოსკოვში, ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო მარშის დროს დაკავებული უკრაინის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო გაათავისუფლეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" დაწერა, რომ გონჩარენკო მოსკოვში უკრაინის საელჩოს ტერიტორიაზე იმყოფება.
"ალექსეი გონჩარნეკო რუსეთში უკრაინის საელჩოს ტერიტორიაზეა. ახლახან ვესაუბრე ტელეფონით. ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს", - წერს პოროშენკო.
მოსკოველი სამართალდამცავების განცხადებით, უკრაინელი დეპუტატი, ოდესაში, გასული წლის 2 მაისის მოვლენებზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამო იყოს დაკავებული. რუსული მედიის ინფორმაციით, გონჩარენკო ოდესაში პროფკავშირების სახლის დაწვის საქმეში ფიგურირებს, სადაც "ანტიმაიდანის" აქტივისტები დაიღუპნენ.
არსებული ინფორმაციით, ბორის ნემცოვის ხსნოვნისადმი მიძღვნილ მარშში გუშინ 50 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილებდა.