ბორის ნემცოვის ხსოვნისამდი მიძღვნილ მარშზე უკრაინის რადას დეპუტატი დააკავეს

ბორის ნემცოვის ხსოვნისამდი მიძღვნილ მარშზე უკრაინის რადას დეპუტატი დააკავეს

მოსკოვის ცენტრში, ბორის ნემცოვის ხსოვნისამდი მიძღვნილი სამგლოვიარო მარშის დროს უკრაინის რადას დეპუტატი, ალექსანდრ გონჩარენკო დააკავეს. "ინტერფაქსის" ინფორმაციით, უკრაინელი დეპუტატის დაკავება მოსკოვის სამართალდამცავ უწყებაშიც დაადასტურეს.

"მოსკოვის პოლიცია ადასტურებს, რომ გონჩარენკო დაკავებულია. შემდგომი პროცედურებისთვის ის რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს გადაეცემა", - აცხადებენ მოსკოველი სამართალდამცაველები.

ჯერჯერობით არ სახელდება მიზეზი, რის გამო უკრაინელი დეპუტატი დააკავეს. გონჩარენკო "ბლოკ პეტრო პოროშენკოს" წევრია.

როგორც "ინტეფრაქსს" წყარომ განუცხადა, არ არის გამორიცხული უკრაინელი დეპუტატი, ოდესაში, გასული წლის 2 მაისის მოვლენებზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამო იყოს დაკავებული. რუსული მედიის ინფორმაციით, გონჩარენკო ოდესაში პროფკავშირების სახლის დაწვის საქმეში ფიგურირებს, სადაც "ანტიმაიდანის" აქტივისტები დაიღუპნენ.