ჩეჩნეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული რუსეთის შინაგანი ჯარების ერთ-ერთი სამხედრო, მაიორი ნიკოლაი მორდვინი სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანისას დაიღუპა . ამის შესახებ "ინტერფაქსი" წყაროზე დაყრდნობით წერს.
რაც შეეხება დანარჩენ 4 დაშავებულ ჯარისკაცს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ჩეჩნეთში, ურუს-მარტანოვსკის რაიონში, დაუდგენელი წარმომავლობის ნაღმზე 5 რუსი სამხედრო აფეთქდა.