უკრაინის კონსულმა ნემცოვის მკვლელობის თვითმხილველთან, უკრაინელ ანნა დურიტსკაიასთან შეხვედრა ვერ შეძლო

უკრაინის კონსულმა ნემცოვის მკვლელობის თვითმხილველთან, უკრაინელ ანნა დურიტსკაიასთან შეხვედრა ვერ შეძლო

მოსკოვში უკრაინის კონსულმა, გენადი ბრესკალენკომ ბორის ნემცოვის მკვლელობის თვითმხილველთან, უკრაინელ ანნა დურიტსკაიასთან შეხვედრა ვერ შეძლო. უკრაინული მედიის ინფორმაციით , ანნა დურისტსკაიას ადგილსამყოფელი კონსულისთვის უცნობია.

კონსულის განცხადებით, ის მივიდა საგამოძიებო კომიტეტში, თუმცა დურიტსკაიასთან შეხვედრა ვერ შეძლო. მისივე თქმით, უკრაინის მოქალაქე, რომელიც მკვლელობის მომენტშო ბორის ნემცოვს ახლდა, მოწმის სტატუსით არის და გამომდინარე იქიდან, რომ არ არის რუსეთის მოქალაქე, შეუძლია ქვეყნის საზღვრები დატოვოს.

"გამომდინარე იქიდან, რომ დურიტსკაიას მოწმის სტატუსი აქვს, მას შეუძლია დაუბრკოლებლად წავიდეს სახლში, უკრაინაში", - აღნიშნა გენადი ბრესკალენკომ.

კონუსლის ამ განცხადებამდე "სახალხო ფრონტის" დეპუტატმა, ოსტაპ ცემერაკმა განაცხადა, რომ ანნა დურიტსკაიას ადგილსამყოფელი მოსკოვში უკრაინის კონსულის კონტროლქვეშაა. მისივე თქმით, მას მიმართეს გოგონას ნათესავებმა, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ანნას ადგილსამყოფელი არ იციან.

რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი მოსკოვის ცენტრში ორი დღის წინ მოკლეს. ბორის ნემცოვს 1991 წელს დაბადებული 23 წლის უკრაინელი მოდელი, ანნა დურიტსკაია ახლდა თან.