"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში კოალიციის პოლიტსაბჭოს წევრები იკრიბებიან. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ითქვა, პოლიტსაბჭოს ფორმატში ძირითადი განსახილველი საკითხები იქნება ის თემები, რაზეც პარლამენტმა მომავალ კვირას უნდა იმსჯელოს.
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, გია ვოლსკის თქმით, შეჯერდებიან საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების ვაკანტურ ადგილებზე დასანიშნ პირებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს წევრები განიხილავენ ეკონომიკურ საკითხებს და ლარის კურსის დასტაბილურების თემას.
კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომაში მონაწილეობს პრემიერ-მინისტრი.