რუსეთის მოქალაქეებს უკრაინაში საერთაშორისო პასპორტის გარეშე შესვლის უფლება აღარ აქვთ

რუსეთის მოქალაქეებს უკრაინაში საერთაშორისო პასპორტის გარეშე შესვლის უფლება აღარ აქვთ

დღეიდან, რუსეთის მოქალაქეებს უკრაინაში საერთაშორისო პასპორტის გარეშე შესვლის უფლება აღარ აქვთ. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, 1-ელ მარტს ძალაში შედის შესაბამისი ბრძანება , რომელიც უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, არსენი იაცენიუკმა გამოსცა.

აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა დაახლეობით 1 თვის წინ მიიღო.

ამ დრომდე რუსეთის მოქალაქეებს უკრაინის საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ ეროვნული პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გამოყენებით შეეძლოთ.