პოლიციამ ბორის ნემცოვის სავარაუდო მკვლელების ავტომანქანები აღმოაჩინა. ამის შესახებ ფოტოებს "რენტვ" ავრცელებს. ბიოლოგიური ნაწილაკების აღმოსაჩენად მიმდინარეობს ავტომობილების დათვალიერება. ასევე ხდება თითის ანაბეჭდების აღებაც.
აღსანიშნავია, რომ თეთრი ავტომანქანები მკვლელობის ადგილთან ახლოს იპოვეს.
მანამდე რუსული მედია წერდა, რომ ნემცოვის მკვლელობის საქმეზე პოლიცია თეთრი ფერის Ford Mondeo-ის მარკის ავტომანქანას ეძებდა.