თბილისში იურიდიული პირებისთვის გაზის ტარიფი გაძვირდა

თბილისში იურიდიული პირებისთვის გაზის ტარიფი გაძვირდა

2015 წლის 1-ელი მარტიდან, თბილისში, იურიდიული პირებისთვის გაზის ტარიფი 15 თეთრით გაძვირდა. "გამომდინარე იქიდან, რომ გაზს მომწოდებლისგან დოლარის კურსის შესაბამისად ვყიდულობთ და ვყიდით ლარში , იძულებული გავხდით, კურსის ცვლილების გამო, გაგვეზარდა ტარიფი 15 თეთრით, ოღონდ მხოლოდ იურიდიული პირებისთვის", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ეკა სარიამ. 

მისივე ინფორმაციით, დღეისთვის 1 კუბური მეტრი გაზის ტარიფი 75 თეთრს შეადგენს და 1-ელი მარტიდან 90 თეთრი გახდა. "ცვლილება ძალაში შედის 1-ელი მარტიდან. ჩვენ შესაბამისი შეტყობინებები დავუგზავნეთ ყველა იურიდიულ პირს ერთი თვით ადრე", - აღნიშნა ეკა სარიამ.