ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი კიმ ჩენ ინი სამხედრო მოსამსახურეებს მოუწოდებს, ამერიკასთან და შეერთებული შტატების მოკავშირეებთან ომისთვის მოემზადონ. ამის შესახებ მან პხენიანში , ახალი მუზეუმის ახალი დარბაზის გახსნაზე განაცხადა.
"ყველა სამხედრო ქვედანაყოფი უნდა მოემზადოს ომისთვის იდეურ-პოლიტიკური, სამხედრო-ტექნიკური და ფიზიკური კუთხით", - განაცხადა კიმ ჩენ ინმა. მანვე აღნიშნა, რომ არმია მზად უნდა იყოს ამერიკის გასანადგურებლად.
როგორ დასავლური გამოცემები წერენ, პხენიანის მკვეთრი რეაქციის მიზეზად იქცა კოარეა-ამერიკის ერთობლივი სამხედრო წვრთნები, რომელიც 2 მარტს უნდა დაიწყოს.