პოლიციამ ბორის ნემცოვის სავარაუდო მკვლელების ავტომანქანები აღმოაჩინა. ამის შესახებ ფოტოებს "რენტვ" ავრცელებს. ამ დროისთვის ამ ავტომობილების დათვალიერება მიმდინარეობს ბიოლოგიური ნაწილაკების აღმოსაჩენად. ასევე ხდება თითის ანაბეჭდების აღებაც.
აღსანიშნავია, რომ თეთრი ავტომანქანები მკვლელობის ადგილთან ახლოს იპოვეს.
მანამდე რუსული მედია წერდა, რომ ნემცოვის მკვლელობის საქმეზე პოლიცია თეთრი ფერის Ford Focus-ის ან Ford Mondeo-ს მარკის ავტომანქანას ეძებდა.