ბორის ნემცოვს 3 მარტს, მოსკოვში დაკრძალავენ

ბორის ნემცოვს 3 მარტს, მოსკოვში დაკრძალავენ

ბორის ნემცოვის სამოქალაქო პანაშვიდი სამშაბათს, 3 მარტს, მოსკოვში სახაროვის ცენტრში გაიმართება. ამის შესახებ "ინტერფაქსს" რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა , კონსტანტინ მერზლიკინმა განუცხადა.

პანაშვიდი ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე დაიწყება და 14:00 საათამდე გასტანს. დაკრძალვის ცერემონია 3 მარტს გაიმართება.

გუშინ ღამით მოკლულ რუს ოპოზიციონერს მოსკოვში, ტროეკუროვსკოეს სასაფლაოზე დაკრძალავენ.