დიმიტრი მედვედევი სამართალდამცავებს მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთონ რომ ნემცოვის მკვლელი მალე იპოვონ

დიმიტრი მედვედევი სამართალდამცავებს მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთონ რომ ნემცოვის მკვლელი მალე იპოვონ

რუსეთის პრემიერ-მინისტრი, დიმიტრი მედვედევი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ ბორის ნემცოვის მკვლელი მალე იპოვონ. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, პრემიერის პრესსპიკერმა, ნატალია ტიმაკოვამ განაცხადა.

"დიმიტრი მედვედევი მიიჩნევს, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ ყველა დამნაშავე პირი გამოვლინდეს და ამ საზარელი მკვლელობის მიზეზები დადგინდეს", - განაცხადა ტიმაკოვამ. 

დიმიტრი მედვედევმა მოკლული რუსი ოპოზიციონერის ოჯახს და ახლობლებს მიუსამძიმრა.