რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, "ამ სასტიკ მკვლელობას გააჩნია ყველა ნიშანი იმისა, რომ იყო შეკვეთილი მკვლელობა და განსაკუთრებით პროვოკაციული ხასიათისაა" , - ამის შესახებ ჟურნალისტებს პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, პრეზიდენტმა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს, შს მინისტრს და გამოძიების ფედერალურ სამსახურს დაავალა, შექმნან საგამოძიებო ჯგუფი და პირადად აკონტროლონ გამძიება.
პესკოვის ცნობით, ვლადიმერ პუტინი უსამძიმრებს ბორის ნემცოვის ახლობლებსა და ნათესავებს ტრაგიკული გარდაცვალების გამო.