პუტინმა ნემცოვის მკვლელობა პირად კონტროლზე აიყვანა

პუტინმა ნემცოვის მკვლელობა პირად კონტროლზე აიყვანა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბორის ნემცოვის მკვლელობა პირად კონტროლზე აიყვანა, - ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება. როგორც ჟურნალისტებს რუსეთის შსს-ს ოფიციალურმა წარმომადგენლმა ელენა ალექსეევამ განუცხადა, დაწყებულია სპეცოპერაცია. 

მისი ინფორმაციით, მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი მუშაობს. ალექსეევას ცნობით, ნემცოვს ოთხი ტყვია ზურგში მაშინ ესროლეს, როდესაც ის "ბალშოი კამენსკის" ხიდზე მეგობარ ქალთან ერთად მიდიოდა. 

პოლიციის ინფორმაციით, ოპოზიციონერს გამვლელი მანქანიდან უცნობმა პირმა შვიდჯერ ესროლა.