ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელიც დონბასში კონფლიქტის საკითხს ეძღვნება. უშიშროების საბჭო მოწვეულია საფრანგეთისა და გერმანიის ინიციატივით . საბჭოს წევრები განიხილავენ მინსკის შეთანხმების რეალიზაციის საკითხებს.
თავდაპირველად, უშიშროების საბჭოს წევრები მოისმენენ ეუთოს წარმომადგენლების გამოსვლას აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ, ამის შემდეგ, კი მსჯელობა დახურულ კარს მიღმა გაიმართება.