2015 წელს საქართველოში რუმინეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის ვიზიტი იგეგმება

2015 წელს საქართველოში რუმინეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის ვიზიტი იგეგმება

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის ვალერიუ სტეფან ზგონეას შეხვედრაზე გახდა ცნობილი

თბილისში ვიზიტამდე, ვალერიუ სტეფან ზგონეა საქართველოს პარლამენტის საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას უმასპინძლებს.

მხარეებმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების წარმატებით განხორციელება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო აფასებს რუმინეთის მხარდაჭერას და მადლობას უხდის მის საკანონმდებლო ორგანოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებისთვის, მისი ხელმოწერიდან რამდენიმე დღეში.