რკინიგზის 25%-იანი წილის გაყიდვას ექსპერტთა ნაწილი ქვეყნისთვის საზიანო ნაბიჯად აფასებს.ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, რკინიგზის ყიდვის სურვილს მხოლოდ რუსეთი გამოთქვამს, რაც ქვეყნისთვის სახიფათო იქნება. ექსპერტი ვარაუდობს, რომ რკინიგზის პრივატიზაციის საკითხის წამოწევა, კარასინი-აბაშიძის შეხვედრაზე აფხაზეთის რკინიგზის საკითხის განხილვას უკავშირდება.
„ჩემის აზრით, ეს არის ერთი ჯაჭვის რგოლები იმიტომ, რომ, დიდი ალბათობით, რკინიგზის 25%-ის მყიდველი უნდა იყოს სწორედ რუსეთი. თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ ვთქვათ დასავლეთის რომელიმე ქვეყანა ყიდულობს ამ ობიექტის წილს, მაშინ საუბარი აფხაზეთის ობიექტის აღდგენაზე, ბუნებრივია, ვეღარ დაიწყება,“ - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.