ეკონომიკის მინისტრის , გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას საქართველოს რკინიგზის 25 % პაკეტის შესაძლო საპრივატიზაციო ნუსხაში მოხვედრას და ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ზურაბ ტყემალაძე ეხმაურება და აცხადებს. რომ თავის დროზე "ნაციონალური მოძრაობა " მთალიანად აპირებდა რკინიგზის გაყიდვას -
"თუ ახლა 25 % -ის გაყიდვაზეა საუბარი მაშინ რა პრობლემას ხედავენ მაგაში, მთლიანად აპირებნენ გაყიდვას, ძალიან კარგად მახსოვს, თანხაც მახსოვს და ყველაფერი, თუნდაც საფრანგეთი რამოდენიმეჯერ მოხდა რკინისგის პრივატიზება , მერე ისევ ნაციონალიზაცია და ა.შ გააჩნია ქვეყანას, როგორ რა მიმართულებით არის საჭირო, ამ მიმართულებით შეიძლება გადადგას გარკვეული ნაბიჯი, მაგრამ პაკეთი რა თქმა უნდა არ უნდა დაიკარგოს",-განაცხადა ტყემალაძემ