პარლამენტში მიმდინარე უმრავლესობის სხდომას დავით უსუფაშვილი შეუერთდა

პარლამენტში მიმდინარე უმრავლესობის სხდომას დავით უსუფაშვილი შეუერთდა

პარლამენტში მიმდინარე უმრავლესობის სხდომას ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი შეუერთდა. უსუფაშვილი თბილისში დღეს დაბრუნდა . მედიის კითხვაზე, წაიყვანს თუ არა ის ხვალინდელ რიგგარეშე სხდომას, პარლამენტის თავმჯდომარეს პასუხი ჯერ არ გაუცია.

როგორც უმრავლესობაში ამბობენ, ხვალინდელი რიგგარეშე სხდომის წაყვანის მიზნით ქუთაისში პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი მანანა კობახიძე ჩავა. უმრავლესობის წარმომადგენლები ელიან, რომ ხვალ პარლამენტში კვორუმი არ შედგება და სხდომა არ გაიხნება.