შეხვედრისას ხაზი გაესვა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობისა და პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფების საქმიანობის მნიშვნელობას.
პრემიერ-მინისტრმა სენატის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებისთვის, რომელიც რუმინეთმა, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა შორის, პირველმა განახორციელა.
მხარეებმა რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მნიშვნელობასა და ვიზის ლიბერალიზაციის მიმართულებით საქართველოს მოლოდინებზე ისაუბრეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს რუმინეთის როლს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში, რაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში 39 რუმინელი დამკვირვებლის მონაწილეობით გამოიხატება.