ფრაქცია

ფრაქცია "ქართული ოცნების" სხდომა ხმაურით მიმდინარეობს

საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" სხდომა ხმაურით მიმდინარეობს. სხდომა მედიისთვის დახურულია, თუმცა პარლამენტის "პირველი რესპუბლიკის" სახელობის დარბაზის კორიდორში გარკვევით ისმის დეპუტატებს შორის კამათი და ხმამაღალი საუბარი.

არსებული ინფორმაციით, მსჯელობის ერთ-ერთი თემა ხვალისთვის დანიშნულ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაში ფრაქციის მონაწილეობაა. თუმცა, როგორც ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს ფრაქციის წევრმა გია ჟორჟოლიანმა განუცხადა, ფრაქცია აღნიშნულ საკითხს არ განიხილავს. ჟორჟოლიანის ცნობით, დეპუტატები რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობაზე გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მიიღებენ – ვისაც დრო და სურვილი ექნება მონაწილეობას მიიღებს, ხოლო ვისაც არა – სხდომას არ დაესწრება.

ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ფრაქცია "მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე მსჯელობს". ფრაქციის სხდომის დასრულების შემდეგ, სხდომა უმრავლესობის ფორმატში გაგრძელდება.