პრემიერ-მინისტრ ირაკლ ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი რუმინეთში დაიწყო

პრემიერ-მინისტრ ირაკლ ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი რუმინეთში დაიწყო

რუმინეთის მთავრობის სახლში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ქართველ კოლეგას რუმინეთის მთავრობის მეთაურმა, ვიქტორ პონტამ უმასპინძლა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები.

რუმინეთის მთავრობის სახლში ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს, რის შემდეგაც დაგეგმილია გაფართოებული მოლაპარაკებები და ერთობლივი განცხადებები მედიისთვის.