"თავისუფალი დემოკრატები" საგანგებო სხდომას დაესწრებიან

ხვალ პარლამენტში საგანგებო სხდომას, რომელიც სავალუტო კრიზისთან დაკავშირებით იმართება, "თავისუფალი დემოკრატები" დაესწრებიან.განცხადება ამის შესახებ ნინო გოგუაძემ გააკეთა.

"ჩვენ პატივს ვცემთ კონსტიტუციას და ჩავალთ ქუთაისში და მონაწილეობას მივიღებთ პარლამენტის სხდომაში. თუმცა, უმჯობესი იქნებოდა, ეს სხდომა მომდევნო კვირას ჩანიშნულიყო," - ამბობს დეპუტატი, ნინო გოგუაძე.