აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ე.წ. მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა 12 მარტს მოსკოვში გეგმავს ვიზიტს. ამის შესახებ თავად ჩირიკბამ "რია ნოვოსტის" განუცხადა.
მისი თქმით, ვიზიტის დროს იგეგმება რუსეთთან გაფორმებული მოკავშირეობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის ე.წ შეთანხმების განხორციელების საკითხზე მსჯელობა.
აღნიშნულ დოკუმენტს მხარეებმა ხელი 24 ნოემბერს მოაწერეს. იგი საერთო თავდაცვითი და უსაფრთხოების სივრცის შექმნას ითვალისწინებს.