თუ ივანიშვილი გადასახადებს არ დაწევს და ბიუროკრატიას არ შეამცირებს, ქართველი ხალხი სახლში გაუშვებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განუცხადა, რომელიც ლარის კრიზისთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
ბოკერიას თქმით, ყველაფრის ეროვნული ბანკისთვის გადაბრალება საქმეს არ უშველის.
"ორი წელია ივანიშვილი და მისი გუნდი ანგრევს საქართველოს ეკონომიკას და სახელმწიფო ინსტიტუტებს. ის, რაც დღეს ხდება არის სწორედ ამ პოლიტიკის შედეგი. იმის ნაცვლად, რომ ივანიშვილი და მისი მთავრობა ანტიკრიზისულ გეგმაზე მუშაობდნენ, სხვისკენ იშვერენ ხელს. გადაბრალება საქმეს არ უშველის. ჩვენ გვჭირდება გადასახადების დაწევა, ბიოროკრატიის შემცირება და დერეგულირება, რათა სამუშაო ადგილები შიქმნას, შემოსავლები გაიზარდოს და ლარი დასტაბილურდეს. თუ ივანიშვილი ამას არ გააკეთებს, მას ქართველი საზოგადოება სახლში გაუშვებს დემოკრატიული გზით", - აღნიშნა ბოკერიამ.