ბანგლადეშში ცნობილი ბლოგერი ავიჯიტ როი მოკლეს

ბანგლადეშში ცნობილი ბლოგერი ავიჯიტ როი მოკლეს

ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში ცნობილი ბლოგერი, ავიჯიტ როი მოკლეს. "ბიბისის" ცნობით, ბლოგერს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც წიგნების გამოფენაზე ცოლთან ერთად მივიდა.

პოლიციამ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. ავიჯიტ როის ხშირად ემუქრებოდნენ მას შემდეგ, რაც მან თავისი ათეისტური მოსაზრებების გამოხატვა საჯაროდ დაიწყო. მის შეხედულებებს მოსახლეობა ხშირად გმობდა და მას ანტიისლამურს უწოდებდა.

ბოლო პერიოდში ბლოგერი აშშ-ში ცხოვრობდა, ბანგლადეშში კი წიგნების გამოფენაზე დასასწრებად იყო ჩასული.