ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ითხოვს და აღნიშნავს, რომ ეს ვლადიმერ პუტინის პროვოცირებას არ გამოიწვევს, რადგან რუსეთის პრეზიდენტმა უკვე გააკეთა ყველაფერი, რაც უნდოდა
"უკრაინისთვის იარაღის მიწოდების იდეა არ გამოიწვევას ვლადიმერ პუტინის პროვოცირებას, რადგან მან უკვე გააკეთა ყველაფერი რაც უნდოდა. სხვას კიდევ რას მოიმოქმედებდა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ უკრაინელებს თავის დაცვის შესაძლებლობას მივცემდით? უკრაინელები რუსეთის თანამედროვე შეიარაღებას ეწირებიან მსხვერპლად”, - განაცხადა ჯონ მაკკეინმა აშშ-ის დაზვევრვის სამსახურისა და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელთან კონგრესში გამართულ მოსმენაზე.
იარაღის მიწოდებას მხარს უჭერს დაზვერვის ხელმძღვანელი ჯეიმს კლეპერიც, რომელმაც განაცხადა, რომ შესაძლოა, სეპარატისტების შემდეგ სამიზნეს უკვე მარიუპოლი წარმოადგენდეს.