გიორგი ქადაგიძის პრესკონფერენცია 12:00 საათზე გაიმართება

გიორგი ქადაგიძის პრესკონფერენცია 12:00 საათზე გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის პრესკონფერენცია დღეს, 12:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ეროვნული ბანკიდან აცნობეს.

გიორგი ქადაგიძე ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილისა და საპარლამენტო უმრავლესობის ბრალდებებს უპასუხებს.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ლარის კურსის გაუფასურებაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დაადანაშაულა. ანალოგიური პოზიცია გამოხატეს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმაც.