„თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ გულითადად მოგილოცოთ დაბადების დღე, გისურვოთ ჯანმრთელობა, ბედნიერება და წარმატება. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თურქეთთან, როგორც საქართველოს მეგობარ ქვეყანასთან ურთიერთობის განმტკიცებას. მოხარული ვარ, რომ თქვენი ხელმძაღვანელობით თურქეთის რესპუბლიკა წარმატებით ვითარდება, როგორც მაღალი პოლიტიკური და ეკონომიკური კულტურის მქონე სახელმწიფო. მჯერა, რომ საერთო ძალისხმევით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა გაღრმავდება და კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ. ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა, გისურვოთ თქვენ და თურქ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა. პატივისცემით, გიორგი მარგველაშვილი"