კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დღეს ღამით, დიდ დიღომში, 900 მმ-იანი მაგისტრალური წყალდენის ახლადრეაბილიტირებულ მონაკვეთს წყალმომარაგების ერთიან სისტემასთან მიაერთებს. მაგისტრალის ახალი, 350 მეტრიანი მონაკვეთის სისტემასთან მისაერთებლად, I ეტაპის სამუშაოებს კომპანია, დღეს, 20:00 საათიდან, მთელი ღამის განმავლობაში, ჰიპერმარკეტ „გუდვილის" მიმდებარედ განახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების ჩატარება მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას მოითხოვს. რაც შეეხება რეაბილიტაციის II ეტაპს, ამ სამუშაოებს კომპანია მომავალ კვირას ჩაატარებს, რის თაობაზეც ინფორმაციას წინასწარ გაავრცელებს.
ახალი მაგისტრალური ქსელის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთების სამუშაოების განსახორციელებლად, დღეს, 20:00 საათიდან, ხვალ, 28 თებერვლის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
დიდი დიღმის დასახლებას.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. წყალმომარაგება აღდგება ხვალ, 28 თებერვლის 09:00 საათიდან, ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.