უკრაინის დედაქალაქ კიევში ეროვნული ბანკის შენობასთან საპროტესტო აქცია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს. ამის შესახებ "უნიანი" იტყობინება. მოსახლეობა ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური და ფინანასური ვითარების გასაპროტესტებლად შეიკრიბა.
აქციის დაშლა პოლიციამ ხელკეტებით სცადა, დემონსტრანტების კარვები კი ბულდოზერებით აიღეს. დაშავდა 10-მდე ადამიანი.
როგორც უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, პოლიციის მიერ ძალის გადაჭარბებით გამოყენებასთან დაკავშირებით მათ უკვე აღძრეს სისხლის სამართლის საქმე. კიევში დემონსტრანტები უკვე რამდენიმე დღეა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის, ვალერია ჰონტარევას გადადგომას ითხოვენ. ბოლო პერიოდში მოსახლეობის გაღიზიანება ეროვნული ვალუტის მკვეთრად გაუფასურებამ გამოიწვია. გრივნას ფასი დოლართან მიმართებაში 2014 წლის განმავლობაში 50 პროცენტით დაეცა.