რუსეთის მთავრობა უკრაინის მთავარ ქალაქებში აჯანყებებს ამზადებს, რომელიც 2015 წლის მარტსა და აპრილში დაიწყება, - ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბლოკის ლიდერმა, იური ლუცენკომ ტელეკომპანია "მეხუთე არხის" ეთერში გააკეთა.
"ახლა გეგმა "ბ" იწყება. მარტსა და აპრილში პუტინი შეეცდება უკრაინის დედაქალაქში, ხარკოვში, ოდესაში და სხვა დიდ ქალაქებში აჯანყებების მოწყობას", - განაცხადა ლუცენკომ.
მისივე თქმით, უკრაინის მოსახლეობის ნაწილი მთავრობით უკმაყოფილოა, ეს კი ხელს შეუწყობს ვითარების ესკალაციას.
"ჩვენ უნდა გავარკვიოთ სად აკრიტიკებენ მთავრობას და იქ ვცადოთ ცვლილებების დაწყება" , - აღნიშნა ლუცენკომ.
მან ასევე განაცხადა, რომ თუ კიევი შეძლებს მთავარ ქალაქებში ამბოხების თავიდან აცილებას, მაშინ რუსეთი დონბასში მასშტაბურ სამხედრო კამპანიას დაიწყებს.