ქართველი ბავშვი პორნო ინდუსტრიაში- ისრაელმა პორნოგრაფიით მოვაჭრე გაასამართლა

ქართველი ბავშვი პორნო ინდუსტრიაში- ისრაელმა პორნოგრაფიით მოვაჭრე გაასამართლა

თელავივის რაიონულმა სასამართლომ ქალაქ ხოლოვის მცხოვრებ- 42 წლის ტედი ესი არასრულწლოვანთან სექსუალური ურთიერთობისთვის და ასევე ადამიანებით ვაჭრობისთვის 16 წლით თავისუფლების აღკეთა მიუსაჯა. ძიების მასალებით დადგენილია, რომ 2 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქე ქალბატონი ტავისი მცირეწლოვანი შვილის მონაწილეობით პორნოგრაფიულ ფოტო და ვიდეო მასალას იღებდა და ავრცელებდა.

დანაშაულის გამოვლენის დროს დედის ნებართვით პროსტიტუციაში ჩართული ბავშვი 11 წლის იყო. გადაღებული პორნოგრაფიულ ფოტო და ვიდეო მასალას ქართული წარმოშობის ებრაელზე- ისრაელის მოქალაქეზე ყიდდა, რომლიც თავის მხრივ მასალას პორნო-საიტებზე ყიდდა. თბილისის ინტერპოლის ბიურომ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძიება ამ საქმეზე მას შემდეგ დაიწყეს, რაც შეერთებული შტატების საელჩოს უშიშროების სამსახურმა ამ უწყებებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ინტერნეტში გავრცელებულია პორნოგრაფიული მასალა მცირეწლოვანი ბავშვის მონაწილეობით, რომელსაც კავკასიური გარეგნობა აქვს. საქართველოსთან ერთად ძიებაში ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის საგამოძიებო ორგანო ჩაერთო- მათ შორის ავსტრალიის და ისრაელის. ყველაზე შემაშფოთებელი კი ის იყო, რომ ბავშვი პორნოინდუსტრიაში 9 წლიდან იყო ჩართული. თვის განმავლობაში დედა შვილის პორნოგრაფიაში მონაწილეობითვის 100-დან 200 დოლარამდე იღებდა. აღსანიშნავია, რომ ისრაელის მოქალაქემ საქართველოს მოქალაქე-ბავშვის დედა სოციალური ქსელით- რუსულ ენაზე გაიცნო. პატიმრობასთან ერთად სასამართლომ გადაწყვიტა, რომ დაზარალებულ ბავშვს ტედი ესმა 100 ათასი შეკელი გადაუხადოს.