საქართველოს პრეზიდენტი ექსპერტებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ექსპერტებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის მთავარი თემები ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარება და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის საკითხები იყო. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნულ თემაზე ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა საკითხებზე მომუშავე ექსპერტების პოზიციები მოისმინა და მათ საკუთარი მოსაზრება გააცნო.