საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები მიმდინარე კვირის განმავლობაში პარლამენტის რიგგრაეშე სხდომის მოწვევის საკითხზე მსჯელობენ.
უმრავლესობის ლიდერები პარლამენტის ვიცე სპიკერის მანანა კობახიძის კაბინეტში იკრიბებიან. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ქვეყანაში არ იმყოფება, მის მოვალეობას მანანა კობახიძე ასრულებს.
შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი, დანიშნავს თუ არა პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი რიგგარეშე სხდომას. თუმცა, კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები წინასწარი განცხადებების გათვალისწინებით ნაკლებად მოსალოდნელია, რომ უმრავლესობა უახლოს ორ დღეში პლენარული სხდომის ფორმატში შეიკრიბება.
ქვეყანაში შექმნილ ფინანსურ, ეკონომიკურ პრობლემებთან და ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის მოწვევით პრეზიდენტს საპარლამენტო უმცირესობამ მიმართა. გიორგი მარგველაშვილმა უმცირესობის მოთხოვნა არ გაითვალისწინა და პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნის თაობაზე შესაბამისი აქტი არ გამოსცა. პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით კი, ასეთ შემთხვევაში პარლამენტი მომდევნო 48 საათის განმავლობაში უნდა შეიკრიბოს.