ხელისუფლება თელასის 25%-ის აქციების გასხვისებასაც აპირებს. საუბარია იმ წილზე, რომელიც ჯერ კიდევ სახელმწიფოს ხელშია. ამის შესახებ კომპანია „პეტროკასის“ ვიცეპრეზიდენტმა „კომერსანტს“ მთავრობის ეკონომიკური კუნდის წარმომადგენლებისა და „ბიზნეს ასოციაციის“ წევრებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
ნიკო მჭედლიშვილის ინფორმაციით, შეხვედრაზე სხვა საპრივტიოზაციო ობიექტებთან ერთად საუბარი სახელმწიფოს ამ წილის გასხვისებასაც შეეხო. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ საპრივატიზოაციო ობიექტების ნუსხაში „თელასი“ შეტანილი არ არის.
ეკონომიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ მათთვის მხოლოდ იმ ობიექტების შესახებ არის ცნობილი, რაც ოფიციალურადაა გამოქვეყნებული. თუმცა, არ გამორიცხავენ რომ ნუსხას რამდენიმე ობიექტი დაემატოს.
„თელასის“ გასხვისების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ არც საპარტნიორო ფონდში, რომელიც სწორედ "თელასის" 25%-იანი წილის მფლობელია.
საპარტნიორო ფონდს „თელასის“ აქციები ვანო მერაბიშვილის პრემიერობის ბოლო თვეებში გადაეცა. შესაბამისი გადაწყვეტილება მერაბიშვილმა 2012 წლის 20 აგვისტოს დადგენილებით მიიღო. შესაბამისად, სს თელასის სახელმწიფოში არსებული აქციების 24,52901% (27 577 837 ჩვეულებრივი აქცია) სს ,,საპარტნიორო ფონდში’’ ინვესტირდა.
ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით ხელისუფლება პრივატიზაციის პროცესს ააქტიურებს. საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა. საპრივატიზოაციო ობიექტებს შორის არის ბობოყვათის რეზიდენცია, ესკონომიკის სამინისტროს მოქმედის შენობა, რეზიდენცია ათონელზე,მესტიის რეზიდენცია, კურორტი ახტალა, ლატარიის კომპანიის 70-იანი წილი და ა.შ.