„მიუნხენის ცნობილ კონფერენციაზე მოხდა ალასანია-ლავროვის შეხვედრა“

„მიუნხენის ცნობილ კონფერენციაზე მოხდა ალასანია-ლავროვის შეხვედრა“

ოქრუაშვილი-ხაბურძანიას სკანდალური აუდიო ჩანაწერი და ქართველი პოლიტიკოსების კავშირი რუსეთთან-ამ საკითხზე მამუკა არეშიძეს საკუთარი მოსაზრება აქვს. მისი თქმით, მან იცოდა, რომ გაეროში რუსეთის ელჩის დამოკიდებულება ალასანიას მიმართ განსაკუთრებული იყო, თუმცა არეშიძე ამბობს რომ მან არ იცის რამდენად დაულაგა ჩურკინმა ალასანიას ლავროვთან ურთიერთობები. არეშიძე მიუნხენის კონფერენციასაც იხსენებს და ცუდს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ ლავროვი და ალასანია ერთმანეთს შეხვდნენ. არეშიძე ამბობს, რომ სააკაშვილიც ხვდებოდა პუტინს, თუმცა იცოდა ვისთან ქონდა სქმე:

„ვიტალი ჩურკინის დამოკიდებულება ალასანიას მიმართ რომ განსაკუთრებული იყო, ეს ვიცოდი, როცა ირაკლი ალასანია გაეროში მუშაობდა. როცა შევარდნაძე საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, ვიტალი ჩურკინს შევარდნაძე კარიერულ წინსვლაში ძალიან დაეხმარა, ამით იმას კი არ ვამბობ, რომ ჩურკინი ქართველებზე გიჟდება, მაგრამ, როცა ალასანია გაეროში იყო, მისდამი ჩურკინის დამოკიდებულება ძალიან დადებითი იყო. ამაშ ცუდს ვერაფერს ვხედავ. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის გამო ვიტალი ჩურკინს ალასანიამ თავზე დაახურა, ეს იყო აბსოლუტურად სწორი დიპლომატიური აზრთა გაცვლა, მაგრამ ამას გავლენა არ მოუხდენია, რომ ჩურკინს ალასანიას მიმართ სიმპათიები შეცვლოდა. მაგრამ მე არ ვიცი ჩურკინმა ლავროვთან რამდენად დაულაგა ალასანიას ურთიერთობები. უბრალოდ, გაგონილი მაქვს, რომ მიუნხენის ცნობილ კონფერენციაზე მოხდა ალასანიასა და ლავროვის შეხვდრა, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, არ შეიძლება შენს მტერთან და მოწინააღმდეგესთან რაიმე ტიპის კონტაქტი არ გქონდეს, სტალინსა და ჰიტლერს შორის არსებობდა კონტაქტი, ამერიკისა და ჰიტლერის ადმინისტრაცია კონტაქტობდა ერთმანეთთან. ასე რომ, რაღაცა ტიპის კონტაქტები უნდა იყოს. სააკაშვილის დარეკილზე კრემლში ყურმილს არავინ იღებდა და ასეთი ზარები სხვათა შორის, ძალიან ხშირი იყო...როცა სააკაშვილი პუტინთან ძალიან მჭიდროდ კონტაქტობდა, რა,მან არ იცოდა, ვისთან ჰქონდა საქმე?...ქვეყნისთვის აუცილებელია საქმიანი ურთიერთობები და ამ მხრივ რაღაც არხები უნდა არსებობდეს“ აცხადებს მამუკა არეშიძე „ალიასთან“ ინტერვიუს დროს.