„როსკომნადზორის" პრესსპიკერმა ვადიმ ამპელონსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის საინფორმაციო ტექნოლოგიების, კავშირგაბმულობისა და მასმედიაზე ზედამხედველობის სამსახურმა ამერიკულ ტელეკომპანია „CNN"-ს რუსეთში რეგისტრაციის ახალი მოწმობა გადასცა.
მისი თქმით, ამერიკულ მაუწყებელს ახლა უკვე შეუძლია უნივერსალური სამაუწყებლო ლიცენზიის მიღებაც.
„CNN"-მა რუსეთში საკაბელო ქსელებით მაუწყებლობა 2014 წლის 31 დეკემბერს შეწყვიტა. ამის მიზეზად კი რუსეთში უცხოური მედიასაშუალებების წინააღმდეგ ახალი რეგულაციების დაწესება დასახელდა.