რუსეთი და კვიპროსი სამხედრო თანამშრომლობას აღრმავებენ

რუსეთი და კვიპროსი სამხედრო თანამშრომლობას აღრმავებენ

რუსეთი და კვიპროსი სამხედრო სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ. "ბიბისის" ცნობით, ორ ქვეყანას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც რუსულ საზღვაო ხომალდებს კვიპროსის პორტებში შესვლის უფლება ეძლევა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და კვიპროსის პრეზიდენტმა, ნიკოს ანასტასიადისიმ.

მოსკოვმა და ნიქოზიამ სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება დასავლეთსა და რუსეთს შორის დაძაბული კავშირების ფონზე გადაწყვიტეს. თუმცა, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, გაფორმებული შეთანხმება შეშფოთების მიზეზი არ უნდა გახდეს, ვინაიდან რუსეთი კვიპროსის პორტებს მხოლოდ ტერორიზმთან და მეკობრეობასთან ბრძოლის მიზნით გამოიყენებს.