უკრაინის ყოფილი პრეზიდეტის ლეონიდ კუჩმას განცხადებით რუსეთმა კიევს ულტიმატუმი წაუყენა, ამის შესახებ განცხადება მან „გოლოს უკრაინისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა „ რუსეთის პრეზიდეტი ისე იქცევა, თითქოს მინსკში არანაირი შეთანხმება არ ყოფილიყოს , ჩვენ ფაქტოვრივად ულტიმატუმი წამოგვიყენეს, ჩენ ან მივიღებთ მათ წინანდადებას და შევწყვეტთ ყველანაირ წინააღმდეგობას ან როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო არსებობას შევწყვეტთ. მან გაგვაგებინა, რომ არანაირი დანაკარგის და ზარალის წინაშე არ გაჩერდება საკუთარი მიზნის მისაღწევად. ახლა მისი მიზანი კი ცხადზე ცხადია“,- განაცხადა ლეონიდ კუჩმამ და მივე თქმით ულტიმატუმი მარტო უკრაინას კი არა მთელს დასავლურ სამყაროს წაუყენეს.