30 მილიონი ექსპერიმენტულ ქარის ელექტროსადგურისთვის

30 მილიონი ექსპერიმენტულ ქარის ელექტროსადგურისთვის

ეკონომიკური ექსპერტი და ეროვნული ბანკის ყოფილი თავმჯდომარე რომან გოცირიძე "ფეისბუქ" სტატუსს აქვეყნებს, სადა ის 30 მილიონ დოლარზე საუბრობს, რომელიც მისივე თქმით ენერგეტიკის ფონდიდან ექსპერიმენტულ ქარის ელექტროსადგურის აშენებაზე უნდა დაიხარჯოს:

"მთავრობა ლარის გასამყარებლად ბიჯეტში ეძებს შესაკვეც ხარჯებს და ხმას არ იღებს იმ 30 მილიონ დოლარზე, რომელიც ენერგეტიკის ფონდიდან უნდა დახარჯონ ექსპერიმენტულ ქარის ელექტროსადგურზე. სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს ფულის ფლანგვა. სჯობია გაუქმდეს კონტრაქტი და გადავიხადოთ ჯარიმა, ვიდრე ამოდენა მილიონები ქარს გავატანოთ. ისედაც უაზრობა იყო მისი აშენება და ლარის ამ კურსით ხომ საერთოდ. ლარის გაუფასურებით მძიმე პრობლემები დაუდგება ქვეყნის ენერგეტიკას და სჯობია მის მოგვარებაზე იფიქრონ" წერს რომან გოცირიძე.