აშშ-ში უზბეკეთის და ყაზახეთის სამი მოქალაქე

აშშ-ში უზბეკეთის და ყაზახეთის სამი მოქალაქე "ისლამურ სახელმწიფოს" დახმარების ბრალდებით დააკავეს

აშშ-ში უზბეკეთისა და ყაზახეთის სამი მოქალაქე დააკავეს, მათ ბრალად ე.წ "ისლამურ სახელმწიფოს" დახმარება ედებათ.

"ბიბისის" ცნობით, ერთი ყაზახი და ერთი უზბეკი ნიუ-იორკში დააკავეს. სამართალდამცველთა ინფორმაციით, ისინი სირიაში გეგმავდნენ გამგზავრებას. უზბეკეთის კიდევ ერთი მოქალაქე კი ფლორიდის შტატში აიყვანეს, რომელიც პოლიციის ვარაუდით, დანარჩენ ორს სირიაში გამგზავრებაში ეხმარებოდა. სამივე მათგანი უკვე წლებია ნიუ-იორკში ცხოვრობდნენ.